აქტიური გარემოსდამცველები დაბა ხულოს საჯარო სკოლიდან
31-05-2023
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, გარემოს დაცვის საკითხებსა და მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, მოსწავლეებმა მუყაოს ყუთებისგან ე.წ. ურნები დაამზადეს.
აქტივობაზე სამოქალაქო განათლების კლუბის - „ფენიქსი“ და ეკოკლუბის - „ბუნების მეგობრები“ (მეურვე მასწავლებელი: მ. აბულაძე), წევრები მუშაობდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყუთებიდან ერთში განთავსდება მაკულატურა, ხოლო მეორეში - ელემენტები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები შეგროვებულ ნარჩენს შესაბამის ურნებში განათავსებენ. აქტივობის მიზანია ბუნებრივი ნედლეულის - მერქნის დაზოგვა და მზა პროდუქციის თვითღირებულების შემცირება.
რაც შეეხება ელემენტს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ ის იგი საკმაოდ სახიფათო ნარჩენია, შესაძლოა ისეთ საშიშ ქიმიკატებს შეიცავდეს, როგორებიცაა: ტყვია, კალიუმი, ლითიუმი, თუთია და სხვ. თუ საზოგადოების დაუდევრობით ელემენტი ნაგავსაყრელზე ან ბუნებაში აღმოჩნდება, აღნიშნული მავნე ნივთიერებები შესაძლოა, ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს შეერიოს, რის შემდეგაც ის საფრთხეს წარმოადგენს ცოცხალი არსებებისთვის, მათ შორის, ადამიანებისთვის.
ელემენტებისათვის კი, ურნა სწორედ ამ პრობლემებისგან თავის ასარიდებლად შეიქმნა.
„მადლობა, რომ ზრუნავთ გარემოზე! ერთად გადავარჩინოთ ბუნება!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს