ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
31-05-2023
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი ღონისძიება - „ანბანის გაცილება“, შესთავაზეს, საგანგებოდ მორთულ სცენაზე, სადღესასწაულოდ გამოწყობილმა პატარებმა შთამბეჭდავი სანახაობა დადგეს.
ბავშვებმა, ღონისძიებაზე იუმორისტული სცენები, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, სხვადსხვა მწერლის ლექსები წარადგინეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
მოსწავლეები ემოციებით დატვირთულები და ამაღლებული განწყობით, სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს