ახალციხის N7 საჯარო სკოლამ საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დაუვიწყარი მოგონებები აჩუქა
15 ივნისს, ახალციხის N7 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულებს ემშვიდობებიან.
სკოლა საბაზოა, ამიტომ, ქართული ენისა და ლიტერატურის აქტიური მასწავლებლის, ინგა ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით, „ბოლო ზარი“ გაიმართა. მე-9 კლასის მოსწავლეებს საშუალო საფეხურზე გადასვლა დირექტორმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
მეცხრეკლასელები შესაბამისად გამოეწყვნენ, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, დრო საინტერესოდ გაატარეს და სამახასოვრო ფოტოები გადაიღეს. მათ შესაძლებლობებიც გამოავლინეს და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ მორთული გარემო სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღინისძიებას მშობლები და სკოლის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
„იყო სახალისო ნომრები და ემოციით დატვირთული საოცარი დღე“,- ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები დაუღალავად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: