მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
31-05-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზოვენ.
ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში ბიოლოგიისა (მასწავლებელი მარინე ფხაკაძე) და ქართულ ენისა და ლიტერატურის (მასწავლებელი ლენა უგულავა) ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა - თემაზე- „მუხა“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა - თათია ჟორჟოლიანმა და საბა ფიოლიამ საქართველოს წითელ ნუსხაზე, მუხის სხვადასხვა ჯიშზე, მუხის ქერქის სამკურნალო თვისებებსა და იმ დაავადებებზე ისაუბრეს, რომლის დროსაც მუხის ქერქის ნახარშის გამოყენება ეფექტურია.
პრეზენტაცია მათ PowerPoint-ში ააწყვეს.
მეხუთეკლასელებმა ასევე რევაზ ინანიშვილის მოთხრობა - „მუხა“ განიხილეს.
„მათ, მუხაზე ხალხური, ქართველი პოეტების ლექსები, ლეგენდები და თქმულებები წაიკითხეს, გაკვეთილის ბოლოს ლიზი ჟორჟოლიანმა წარმოადგინა კომპლექსური დავალება“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და პრეზენტაციები მოსწავლეებს ცოდნას უმაღლეს და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად რთავს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს