წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „დავითიანი“ შეისწავლეს და წიგნად აკინძეს
31-05-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და მრავალმხრივ განვითარების მიზნით, საინტერესო გაკვეთილები ტარდება. ბავშვები სხვადასხვა ნაწარმოებს მრავალფეროვანი აქტივობებით ეცნობიან. 

ამჯერად, სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, დავით გურამიშვილის „დავითიანი“ შეისწავლეს.

„ნაწარმოები „დავაკაბადონეთ“ და წიგნად შევკარით“, - გვიყვებიან სკოლაში.

მეათეკლასელები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ ცოდნა აიმაღლეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების ჩართულობასა და მოტივაციას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203