ძმაგულის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა 
31-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ. 

აქტივობას - „მხიარული სტარტები“ სპორტის მასწავლებლი ბეჟან მახარაძე ხელმძღვანელობდა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. ისინი ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. შედეგად, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

შეჯიბრში ჩართულობით, მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანი სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ, მათ შორის, სპორტულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203