„ანბანთზეიმი“ ერკეთის საჯარო სკოლაში 
31-05-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, „ანბანთზეიმი“ გაიმართა, რომლითაც პირველკლასელებმა ქართული ანბანი გააცილეს და „სასიტყვეთში“ გადაინაცვლეს. როგორც სკოლაში ამბობენ, მასში დაწყებითი კლასების ყველა მოსწავლე აქტიურად, დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

ისინი მაყურებლის წინაშე სხვადასხვა ნომრებით წარდნენ - იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„დაწყებითი კლასების პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები სასწავლო წლის განმავლობაში ბევრი კარგი ღონისძიების ინიციატორები იყვნენ. მოსწავლეებმა მაყურებელს უჩვენეს თავიანთი შემოქმედება მხატვრულ კითხვაში, მუსიკაში, ხელოვნებაში, დრამატურგიაში. არ წყდებოდა კმაყოფილი დარბაზის ემოციები, ცაში აფრინდა ფრანი ქართული ანბანით. ამ დღეს კიდევ ერთი, ლამაზი ფერებით მოხატული ფურცელი გადაიშალა ჩვენი სკოლის ისტორიაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203