ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაშრომები სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება
31-05-2023
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა კონკურსებსა თუ პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ. 

ამჯერად, მოსწავლეები ლიტერატურულ მარათონში - „ვწერ თავისუფალ თემას“, ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ  13 მაისს, მარათონზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას მასპინძლობდა. 

კონკურსში, მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეები: ნინი სურმანიძე, ლიზი შაინიძე, ლიზა სურმანიძე, ლიკა ქარცივაძე და ნინი ქავთარაძე საკუთარი შესაძლებლობის გამოსავლენად და შემდგომი გამოცდილების მისაღებად აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელებისაგან და კონკურსის ორგანიზატორებისაგან გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

მერვე კლასის მოსწავლეების: ნინი სურმანიძისა და ლიზი შაინიძის ნაშრომები სპეციალურ კრებულში დაიბეჭდება და ყველას ექნება მათი ნამუშევრების გაცნობის შესაძლებლობა.

„ვულოცავთ ლიზისა და ნინის ამ წარმატებას. გვჯერა, რომ სამომავლოდ მეტს მიაღწევენ“, - ამბობს საგნის მასწავლებელი მანანა შაინიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203