„ძალა ერთობაშია!“ - ჯვარისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პატრიოტული გზავნილი და საინტერესო აქტივობა
31-05-2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსი გაიაზრეს, მისი დაარსების ისტორია გაიხსენეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება. 

ამ დღესთან დაკავშირებით ბავშვებმა ეზოში, ფერადი ნახატი დახატეს, წარწერით - „ძალა ერთობაშია!“.

„ძალა ერთობაშია! ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი! ვემსახურებით საქართველოს!“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილები.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203