თბილისის N60 სკოლის მე-10 კლასში, მუსიკის გაკვეთილზე, პროექტული სწავლების ფარგლებში, საინტერესო აქტივობა განხორციელდა
31-05-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

მოტივირებულ მოსწავლეებს პედაგოგები არაერთ საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ ისინი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. 

ამჯერად, მე-10 კლასში მუსიკაში პროექტული სწავლების ფარგლებში, საინტერესო აქტივობა განხორციელდა. მისი თემა იყო აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ხალხური წეს-ჩვეულება „ფიხონი“. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მუსიკის მასწავლებელ თამარ მაისურაძის ხელმძღვანელობით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

კლასის დამრიგებელი ეკა ქურციკიძეა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203