ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა წალენჯიხის N3 სკოლაში კონფერენცია - „მზიანი ღამე“ ჩაატარა
31-05-2023
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლაში კონფერენცია „მზიანი ღამე“ ჩაატარა. 

კონფერენცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს მიეძღვნა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წალენჯიხის სოფელ ნაგურუს, წმ.გიორგის სახელობი ტაძრის წინამძღვარი, სკოლებთან საგანმანათლებლო-საორგანიზაციო საკითხების ხელმძღვანელი, დეკანოზი ილია სარია, სკოლის დირექტორი თამარ ლუკავა, ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ფიფია, სკოლის პედაგოგები, მოსწავლე-ახალგაზრდები და მშობლები.

ღონისძების ბოლოს მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა კურთხევით სკოლის დირექტორს გადაეცა მადლობის სიგელი არაფორმალურ განათლებაში, სხვადასხვა სახის კულტურულ-შემეხნებითი საგანმანათლებლო პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის.

ასევე, სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა წიგნები - „ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“ და „ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია“ მე-2 ტომი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203