ხონის N2 სკოლამ მომავალ პირველკლასელებს ღონისძიებაზე უმასპინძლა
31-05-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში დირექცია და პედაგოგები მომავალ პირველკლასელებს განსაკუთრებულად და მოუთმენლად ელოდებიან.

სკოლაში ბავშვებს საზეიმო ვითარებაში უმასპინძლეს. მათთვის ღონისძიება გაიმართა.

„ჩვენს პატარებს დაუვიწყარი, მხიარული დღე ვაჩუქეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დღე მომავალი მოსწავლეთათვის, შთამბეჭდავი იყო. მათ იცეკვეს, სხვადასხვა თამაში შეასრულეს და დრო ხალისიანად გაატარეს.

ბავშვები სკოლას გაეცნენ და დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ.

მსგავსი ღონისძიებები და დახვედრა მათ მოტივაციას უმაღლეს და სკოლის მოლოდინს კიდევ უფრო უმძაფრებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203