ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ეზოში „ვეფხისტყაოსნი“ საჯაროდ წაიკითხეს
31-05-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა გაიმართა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

მასში ქუთაისის N12 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მაია ჩეჩელაშვილის ხელმძღვანელობით, VII და VIII კლასის მოსწავლეები - ნინო ფერაძე და თეკლა გიორგაძე მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მიღებული შთაბეჭდილება, მადლობის ნიშნად, ჩანაწერთა წიგნში განათავსეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203