ხონის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს
31-05-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

სკოლაში, ბავშვებმა, პედაგოგ ნინო ჯიმშელეიშვილთან ერთად, ღონისძიება გამართეს.

„პირველი კლასის დასრულება ჩვენმა პატარებმა ლამაზი ზეიმით აღნიშნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ისინი სადღესასწაულო სამოსში გამოეწყვნენ, ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

სასკოლო საზოგადოებამ კი პირველკლასელებს წარმატება უსურვა.

„სკოლა არის ცოდნის სახლი,

განათლების აკვანი.

ბავშვობის და სიყმაწვილის

საოცნებო ზღაპარი!“, - ზღაპრის პირველი თავის დასასრულს გილოცავთ, ჩემო პატარებო!“ - წერს სოციალურ ქსელში მასწავლებელი ნინო ჯიმშელეიშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203