ვალის N3 საჯარო სკოლიდან კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
31-05-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N3 საჯარო სკოლა კიდევ ერთი თაობას დაემშვიდობა. 

მეთორმეტეკლასელთა გაცილება საზეიმო ვითარებაში მოეწყო, ახალგაზრდებმა პედაგოგებთან ერთად საუკეთესო მოგონებები გაიხსენეს. 

კურსდამთავრებულებმა სასკოლო საზოგადოებას, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გაჯერებული სანახაობა შესთავაზეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

დირექციამ, პედაგოგებმა და დამრიგებელმა აღზრდილებს დიდი სიყვარულით მიულოცეს სკოლის დასრულება და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ დღე ძალიან ამაღელვებელი იყო, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის.

კურსდამთავრებულები სკოლას, საუკეთესო მოგონებებითა და ემოციებით დატვირთულები დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203