ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
31-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

მოსწავლეები გამოემშვიდობენ სკოლას საყვარელ პედაგოგებს, კლასის დამრიგებელს - თამილა რიონიძეს, მადლობა გადაუხადეს მათ გაწეული ღვაწლისთვის, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები. სხვადახვა კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მათ თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს, გზა დაულოცეს და ახალი მწვერვალების დაპყრობა უსურვეს. 

სკოლის დირექცია კიდევ ერთხელ ულოცავს მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებას ახალი ცხოვრების გზაზე.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203