ქსოვრისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა 
31-05-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს IX კლასისა და III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების - მარიცა ბლიაძისა და ნინო ბერიძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორია, უყურეს დოკუმენტურ ფილმებს, ამ თემაზე წაიკითხეს ამონარიდები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიიდან, ასევე წაიკითხეს ლექსები პატრიოტულ თემაზე და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. 

მოსწავლეები სცენაზე ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულში შეეჯიბრნენ და ნათლად გამოხატეს სამშობლოს დიდი სიყვარული და წარსულის პატივისცემა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203