
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში პირველკასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
25 მაისი, პირველკლასელთათვის როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი სიხარულის, დადებითი ემოციების, სიცილის, ღიმილისა და ბედნიერების დღედ იქცა.
„ბავშვებისთვის, კლასის დამრიგებელმა - ლანა სერგიამ კოლეგებთან ერთად უდიდესი შრომა გაწია, რათა დაუვიწყარ დღესასწაულად ექცია ეს დღე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიებაზე პირველკლასელებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„ემოციური იყო პატარების სიტვებით გამოსვლა, გაფორმებული ლექსებით, სიმღერებითა და საცეკვაო ნომრებით. ბედნიერი, მხიარული ზაფხულის გატარებას ვუსურვებთ ჩვენს მარგალიტებს. სექტემბრიდან ისევ დიდი სიხარულით დაველოდებით უკვე მეორე კლასში მთელი გუნდი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: