„ანბანით დავიწყე, ანბანით ვაგრძელებ“ - პირველკლასელთა წარმტაცი ღონისძიება მენჯის საჯარო სკოლაში
30-05-2023
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძიება - „ანბანით დავიწყე, ანბანით ვაგრძელებ“ შესთავაზეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მთელი წლის მანძილზე მრავალფეროვანი აქტივობებით, სხვადასხვა საინტერესო გაკვეთილით, მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს პროგრამა და მეორე კლასში გადავიდნენ.
სასწავლო წლის დასასრულს კი, სკოლაში, მოსწავლეების: ელენე შონიას, გიგი ფაჩულიას, ნოდიკო აბრალავას, რომა მალანიას, მარიამი მაჭარაშვილის, ვერიკო ზარანდიას, არჩილ ჯღარკავას, ბარბარე ჭანტურიას მონაწილეობით მრავალფეროვანი წარმოდგენა დაიდგა.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ნანი აბულაძე ხელმძღვანელობდა, წარმოდგენა კი დირექტორის ლია თოფურიას მხარდაჭერით გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, რითაც დამსწრეთა მოწონება დაიმსახურეს.
პირველკლასელები, მომავალ სასწავლო წლამდე, ამაღლებული განწყობით დაემშვიდობნენ სკოლას.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს