ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
30-05-2023

ახალციხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო. მოსწავლეები დედაქალაქს ესტუმრნენ და თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. 

ექსკურია მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ახალციხის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს, ეწყობა სხვადასხვა აქტივობა, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის სურვილზე დადებითად აისახება. პროფეიონალი პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203