„ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა 26 მაისი საინტერესოდ აღნიშნეს
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა საინტერესო პროექტებით გამოირჩევა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, 2022 წლიდან დღემდე, უკვე მეორედ ახორციელებენ ერთობლივ პროექტს - „ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“.
აღნიშნული პროექტის გენერალური სპონსორი და სრული მხარდამჭერი მინისტრი ნანა გაბელიაა, რომლის უშუალი ინიციატივით, გაზაფხულის სესია ეთნოგრაფიის მუზეუმში, ღია ცის ქვეშ, ჩატარდა.
პროგრამის მიმდინარეობისას, წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლისა და მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს და 26 მაისისადმი მიძღვნილ თემატიკაზე საინტერესო მხატვრული ტილოები შექმნეს. ასევე, წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებულური სკოლის ხალხური შემოქმედების ანსამბლმა, ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასითებული ფოლკლორის შედევრები შეასრულა.
გარდა ამისა, წმინდა ნინოს სკოლის მოსწავლეებმა სახვითი ხელოვნების პედაგოგების - მარიამ მჟავიას და მარი დავითიძის კოორდინაციით, ესკიზები ქვეყნის დამოუკიდებლობის თემებზე შექმნეს. ხოლო ანასტასია ციცქიშვილმა, ნინი მახაშვილმა, ნია პაპაშვილმა, ლიზი პაპაშვილმა, ნატალი ქობელაშვილმა, სალომე გულისაშვილმა, ნინი ქარელიძემ, ელი ჩხაიძემ, მარიამ მეტრეველმა და კესო თორდიამ, უკრაინელ თანატოლებთან კოლაბორაციით, შექმნეს შესანიშნავი მხატვრული ტილოები.
ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ფილოლოგი სოფიკო გორგილაძე, მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელი ნინო ბიბილური, სახვითი ხელოვნების პედაგოგი მარი დავითიძე, მინისტრის აპარატის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მთელ ერს ულოცავენ.
იხილეთ ფოტოები: