გორას საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ზეიმით აღნიშნეს
30-05-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს. ამასთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება პედაგოგ გუგული ვერძაძის ჩართულობით გაიმართა.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
პატარებმა შესაძლებლობები მართლაც დიდი წარმატებით გამოავლინეს, რითაც ყველას მოწონება დაიმსახურეს. სკოლაში ასევე აღნიშნავენ, რომ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის კუთხით, მშობელთთა ჩართულობა მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს