ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წლის დასრულება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. მოსწავლეებმა ღონისძიება - „დედაენის გაცილება“, მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა მოუწყვეს.
ბავშვებმა საკლასო ოთახი საგანგებოდ მორთეს და თავადაც საზეიმოდ გამოეწყვნენ, ამაღლებული განწყობით კი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული სანახაობა წარადგინეს.
მოსწავლეები ემოციებით დატვირთულები, სკოლას მომავალს სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.
პატარებს მასწავლებლებმა, სკოლის დასრულება მიულოცეს, წარმატებები და ბედნიერი არდადეგები უსურვეს.
იხილეთ ფოტოები: