კოტიანეთის საჯარო სკოლაში საზოგადო მოღვაწის - ვლადიმერ გაგუას დაბადებიდან 157-ე  წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა 
30-05-2023

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცნობილი პედაგოგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ვლადიმერ გაგუას დაბადებიდან 157 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მე-4 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  ვლადიმერ გაგუა დაიბადა სოფელ კოტიანეთში, მუშაობდა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მასწავლებლად, იყო სენაკის მაზრის სახალხო განათლების მთავარი ინსპექტორი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი და სენაკის სამაზრო განათლების განყოფილების გამგე.

ასევე ბავშვებმა გაიხსენეს 1901 წელი, როცა მისი მეურვეობით და ხარჯით სოფელ კოტიანეთში აშენდა და გაიხსნა სახალხო სკოლა.

კოტიანეთის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საბა ოდიშარია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ელიავა დაესწრნენ.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203