აბაშის N1 საჯარო სკოლის მომღერალთა გუნდის წარმატება საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსზე
30-05-2023
აბაშის N1 საჯარო სკოლის მომღერალთა გუნდი ეროვნული კონკურსის II ტურში წარმატებით წარდგა.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსის მეორე ტური 12 მაისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდა. 

გუნდის დირიჟორი ინგა კუპრეიშვილი გახლავთ, კონცერტმაისტერი კი სოფო ბურძენიძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის მონაწილეებს ქართველ მუსიკოსებთან ერთად აფასებდნენ სამი ქვეყნიდან - ესპანეთი, უნგრეთი და ლატვიიდან ჩამოსული დირიჟორები.

გუნდმა დაიმსახურა წარმატებული შეფასება, ვერცხლის მედალი, პირველი ადგილი, ლაურეატის წოდება და ორი ნომინაცია:

  •  საუკეთესო სოლისტი - თამარ რუხავა;
  • საუკეთესო დებიუტანტი გუნდი.
სკოლაში გუნდის წარმატებით ამაყობენ და ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ. 

„ვულოცავთ, გოგონათა გუნდს და მის ხელმძღვანელს ინგა კუპრეიშვილს წარმატებას“, -  აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203