მარნეულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
30-05-2023

მარნეულის N3 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა 26 მაისს, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი ზეიმი მიუძღვნეს.

მათ ლექსები წაიკითხეს და საქართველოს ეროვნული დროშებით ხელში თემატური სიმღერა შეასრულეს.

მესამეკლასელებმა, 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203