ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი აქტივობასა თუ ღონისძიებაში მონაწილეობენ. ამჯერად, ისინი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლების
უმცროსკლასელთა შორის გამართულ სპორტულ შეჯიბრებაში ჩაერთნენ, ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და გაიმარჯვეს.
მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ „მხიარულ თამაშებში“ სულ შვიდი სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ფინალში მონაწილე გუნდები სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე, გამარჯვებული გუნდი კულტურის სამსახურმა დააჯილდოვა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: