სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დირექციასა და მასწავლებლებს საინტერესო პროექტები წარუდგინეს
30-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.

აღსანიშნავია, რომ სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა, სწორედ ამიტომ მათ შემეცნებით პროექტებზე იმუშავეს და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს. 

მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან პროდუქტიული, საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მათ დიდი მონდომებით მოიძიეს ახალი ინფორმაციები, გააანალიზეს ის და თავიანთი ნამუშევრები საჯაროდ, მასწავლებლებისა და თანატოლების წინაშე წარადგინეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სასწავლო პროექტებში ჩართულობა, ამით ისინი ინფორმაციის სწორად მოძიებას ეჩვევიან, ანალიზის უნარი უვითარდებათ და საჯაროდ გამოსვლებს ეჩვევიან. 

იხილეთ ფოოტები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203