დიდი ჭყონის N1 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, გოგებაშვილის მოთხრობის პერსონაჟები „გააცოცხლეს“
30-05-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან დავალებებს სთავაზობენ. 

მე-5 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, თემაზე - „იავნანამ რა ჰქმნა?!“, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დავალების ფარგლებში „გააცოცხლეს“ ნაწარმოების პერსონაჟები და ნაწარმოებიდან ილუსტრაციები წარმოადგინეს. 

მოსწავლეები სამუშაო პროცესში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობას მასწავლებელი რუსუდან გაგუა ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203