
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი ზეიმით დაასრულეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.
შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.
დირექტორმა - ეკატერინე კაცაძემ მათ ალბომები გადასცა. სასკოლო საზოგადობამ კი პატარებს წარმატებები უსურვა და არდადეგებზე სიყვარულით გააცილა.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: