ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ღონისძიებით აღინიშნა 
30-05-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

ის შესავალი სიტყვით  ჯემალ ივანაძემ გახსნა. მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ჩაერთო. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც მიესალმნენ.

IX-X კლასის მოსწავლეებმა მონტაჟი - „თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა“, ხოლო VII-VIII კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპოზიცია - „მოგზაურობა წარსულში“ წარადგინეს, რამაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება მხიარულმა სკეჩებმა და სამშობლოს სიყვარულზე შესრულებულმა სიმღერებმა გაამრავალფეროვნა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიის მასწავლებელი ირინა დავითაძე.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203