ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა სოფლის ღირსშესანიშნაობების შესახებ კედლის გაზეთი გამოუშვეს
30-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, არაერთ საინტერესო აქტივობას მართავენ. 

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ჰასმიკ ანტანოსიანის ხელმძღვანელობით, კედლის გაზეთი სოფელ ჟდანოვის ღირსშესანიშნაობების შესახებ მოამზადეს. მეთერთმეტეკლასელები აქტივობაში მონდომებითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, გაკვეთილის მიზანი თითოეულ მოსწავლეში სამოქალაქო-პატრიოტული გრძნობების - სიამაყის სამშობლოსა და მშობლიური სოფლის სიყვარულის ჩამოყალიბება იყო. ასევე, მოსწავლეთა ცოდნის გარკვევა და გაფართოება მშობლიურ ენაში. გარდა ამისა, კიდევ ერთი მიზანი პატარა სოფლის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების პატივისცემა იყო. 

„მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში - „ჩემი სოფელი“. მოიძიეს საინტერესო მასალები (ისტორიული და გეოგრაფიული) და სურათები სოფლის ღირსშესანიშნაობების შესახებ, რისი დახმარებითაც გააკეთეს ულამაზესი კედლის გაზეთი“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203