ღვანკითის საჯარო სკოლა პროექტის - „ჩონგური საქართველოა“ დასკვნით ღონისძიებაზე საინტერესოდ წარდგა 
30-05-2023
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლა მორიგ საინტერესო პროექტს შეუერთდა. 

თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის - „ჩონგური საქართველოა“ დასკვნითი ღონისძიებაზე ღვანკითის საჯარო სკოლამ კახეთი წარადგინა. 

პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები: დარეჯან ჭანტურიძე, თეა რიჟამაძე, გონერი მოსელიძე , ქეთევან დადუნაშვილი, ნინი გავაშელაშვილი, თეკლა ბუსკივაძე, სოფო ბოჭორიშვილი, გივი წაქაძე, ბარბარე ქურცაძე, მარიამ ყიფიანი, ნინი კუბლაშვილი და ნინი ასათიანი.

გამარჯვებულ პედაგოგებს - დარეჯან ჭანტურიძესა და თეა რიჟამაძეს საჩუქრად „ბიბლუსის“ ბარათები გადაეცათ.

პროექტის დასკვნითი აქტივობის განხორციელების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული სკოლის დირექტორი და აქტივობის ორგანიზატორი - ინგა ჯალიაშვილი, თამარ ბარბაქაძე, ელისო ჩიქოვანი და სკოლის ყველა პედაგოგი.
 
„კახეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. ჩონგურის ერთი სიმია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. სწორედ ეს ულამაზესი კუთხე წარმოადგინა ჩვენმა სკოლამ სარაიონო ღონისძიებაზე, რომელიც დაგეგმილი იყო თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ. ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა ღვანკითის საჯარო სკოლის ისტორიაში მადლობა მე-8 კლასს, რომელმაც შთამაგონა ჩავრთულიყავი რესუსრსცენტრის კონკურსში - „ჩონგური საქართველოა“ და გამეკეთებინა ღია გაკვეთილი. მადლობა თერჯოლის საგანმანათლებლო რესუსრსცენტრს და კომისიის სრულ შემადგენლობას მადლობა სკოლას. მიხარია, რომ ჩვენ გაკვეთილი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203