მარტუნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება ჩატარდა
30-05-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტუნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.​

სკოლაში, ქართული სექტორის I-IX კლასების მოსწავლეებმა დამრიგებლების ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, იცეკვეს და საქართველოს ჰიმნი გააჟღერეს.

მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და ასევე ცოდნა აიმაღლეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომები​თა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203