
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გათვალისწინებული პროექტების განხორციელება დასკვნით ფაზაში შევიდა.
როგორც სკოლაში ამბობენ, პრიორიტეტული თემა, რომლითაც წლევანდელ სასწავლო წელს პროექტებით სწავლება მიმდინარეობდა, „კულტურული მრავალფეროვნება“ იყო. მის ფარგლებში სწავლების სამივე საფეხურზე, არაერთი საინტერესო ღონისძიება და პროექტი განხორციელდა.
ამჯერად, ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგებმა - ლელა ჯაფარიძემ და ასმათ გიორგაძემ, მე-8ბ კლასში (დამრიგებელი ლელა კაპანაძე), პროექტი - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“, განახორციელეს. მოსწავლეებმა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის-ბოშების ცხოვრება და ადათ-წესები საინტერესოდ წარმოადგინეს, ასევე გაითამაშეს როლები, ნოდარ დუმბაძის მოთხრობა - „ბოშების“, მიხედვით.
აქტივობებმა უდოდესი წარმატებით ჩაიარა, ღონისძიებამ სასკოლო საზოგადების წევრთა შორის უდიდესი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
„პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდების მომზადებას მრავალფეროვან საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი შეიტანეს ანსამბლ „შევარდენის“ ქორეოგრაფებმა ნანა ღიბრაძემ, ბორის დადუნაშვილმა, ნატალია ყვავაძემ და იანა რიბიცკაიამ. როლურ თამაშებში მოსწავლეებს დაეხმარა და მათთან ერთად მონაწილეობდა სკოლის კურსდამთავრებული, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი ნინო აბესაძე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: