
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად სთავაზობენ.
ამჯერად, ლიტერატურის მასწავლებელმა - სიუზანნა ჰოვჰანესიანმა ჩაატარა ღონისძიება, რომლის თემაც ცნობილი სომეხი მწერლების - მოვსეს ხორენაციის, ეღიშე ჩარენცის, ვაჰან ტერიანისა და პარიურ სევაკის ცხოვრება და მოღვაწეობა იყო.
მის მიმდინარეობაში მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ მწერლების ნაწარმოებების შესახებ ისაუბრეს, გარკვეული მონაკვეთები წარმოადგინეს, რითაც მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„მადლობას ვუხდით სკოლის დირექციას, კოლეგებს, მოსწავლეებს და მშობლებს მხარდაჭერისა და მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: