ძმაგულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ოთხმა პირველკლასელმა დაასრულა -  პედაგოგებმა მოსწავლეები არდადეგებზე ღონისძიებით გააცილეს
30-05-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. 

აქტივობა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, მასწავლებელ ირა ცეცხლაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა და პატარა მოსწავლეების სწავლის ახალ საფეხურზე გადასვლას ეძღვნებოდა. პირველი კლასი წარმატებით 4-მა მოსწავლემ დაამთავრა. მათ სკოლაში ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

ღონისძიებსას მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მრავალფეროვანი ნომრები წარადგინეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. პატარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

„ძმაგულის სკოლის სახელით ჩვენი სკოლის პირველ კლასელებს: ლაშა, გიგა, გეგა, ნოდიკო და ბაკური მახარაძეებს ვულოცავთ პირველი კლასის წარმატებით დასრულებას. მადლობა მათ მასწავლებელს ირა ცეცხლაძეს, რომ ასეთი ლამაზი ღონისძიება მიუძღვნა მათ. მადლობა მოსწავლეების მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის შვილების აღზრდაში. ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ ყველას“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203