განძის N2 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შემეცნებითი ღონისძიება მიუძღვნეს
30-05-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა. 

ღონისძიებაში VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს და ამ დღის მნიშვნელობა შეახსენეს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს თუ რამდენად აუცილებელია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 26 მაისი ქართველი ეროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაულია, მათ სასკოლო საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს ეს დღე დიდი სიამაყით მიულოცეს და ყველა გმირს, ვინც წვლილი შეიტანა ამაში მადლობა გადაუხადეს.

„ძალა ერთობაშია! დიდება თავისუფლებას!“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი ა.ბადიშიანი ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203