ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიუძღვნეს
30-05-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღნიშნეს. 

მოსწავლეები საგანგებოდ საქართველოს დროშის ფერებში გამოეწყვნენ, სასწავლო სივრცე და ეზოც, წითელ და თეთრ ფერებში მორთეს და სასკოლო საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. 

მოსწავლეებმა ამ დღის დაარსების ისტორია გაიხსენეს, სასკოლო საზოგადოებას მისი არსი შეახსენეს და განსაზღვრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და მისი შენარჩუნება.

შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203