ლანჩხუთის N1 სკოლის მოსწავლეები „ჯანსაღი კვების კვირეულის“ შემაჯამებელ ფესტივალში მონაწილეობდნენ
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ჯანსაღი კვების კვირეულის“ შემაჯამებელ ფესტივალს შეუერთდნენ.
კვირეულის, დასკვნითი ღონისძიება ცხემლისხიდში, გურიის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობითა და სამოქალაქო ფორუმის ორგანიზებით, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო კლუბის - „ჩვენ ერთად“ წევრები - ნინო იმნაძე, ლანა ლომაძე, ლილე აფხაზავა და ქრისტინა ჩარგაზიას კლუბის კურატორ ნინო დარჩიაშვილთან ერთად.
მოსწავლეებმა ჯანსაღი საკვების პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებაზე ბოსტნეული და ხილი წარადგინეს.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ წვიმამაც ვერ შეუშალათ ხელი და ფესტივალი წარმატებით წარიმართა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: