დმანისის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პატრიოტული ღონისძიება მიეძღვნა
30-05-2023
დმანისის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო. მოსწავლეების საქართველოს დროშები და თეთრი და წითელი ბუშტები ამშვენებდათ. აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო განწყობას არაჩვეულებრივად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.

მოსწავლეებმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობისა და ამ დღის შესახებ ისაუბრეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203