სათხის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“
30-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.
შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს და ანბანი მასშტაბური ღონისძიებით „გააცილეს“.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, ლექსები წარმოთქვეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.
აღსანიშნავია, რომ საზეიმოდ მორთული გარემო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. მოსწავლეებისთვის ეს დღე ნამდვილად დაუვიწყარი დღესასწაული იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს