
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის 1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს.
ღონისძიებაში - „მოაქვს მერცხლების გუნდს დედაენა და მოჟღურტულებს ჩვენი ანბანი!“, მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ღონისძიება შესთავაზეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მოსწავლეები ამაღლებული განწყობითა და ემოციებით დატვირთულები დაემშვიდობნენ პირველ სასწავლო წელს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კლასის ხელმძღვანელი მაია აბრამიშვილი უძღვებოდა.