ჟოშხის საჯარო სკოლიდან ერთადერთი პირველკლასელი არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს 
30-05-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. წელს, სკოლაში პირველი კლასი ერთადერთმა მოსწავლემ -  ანასტასია ბუკიამ დაამთავრა. 

მან სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენა, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობა. ანასტასია ბუკიას ახალ ეტაპზე გადასვლა სასკოლო საზოგადოებამ მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203