სამღერეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანი ღონისძიებით „გააცილეს“
30-05-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

მათ ანბანი საინტერესო ღონისძიებით „გააცილეს“. მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა - იამზე მელაძემ პირველი კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და სიგელები გადასცა. 

ღონისძიებამ კი ბრწყინვალედ ჩაიარა, მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, ნასწავლი მასალა გაიხსენეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ ირინა შავაძესა და პედაგოგ სოფიკო მელაძეს ნაყოფიერი და დაუღალავი შრომისთვის.

„გილოცავთ, ჩემო პატარებო, განათლების მიღების საწყისი ეტაპის წარმატებით დასრულებასა და მომდევნო წლებისთვის მომზადებას“,- აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203