ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ჭიდაობის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს 
30-05-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის, მათ შორის, სპორტულ აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ისინი გამოწვევებს არ უშინდებიან და წარმატებას ხშირად აღწევენ. 

ამჯერად, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, რომლის მიმდინარეობაშიც ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს. 

სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებული სპორტსმენები - ა.აბაშიძე, ლ.აბაშიძე, თ შაინიძე, ლ.ხალვაში აბსოლიტურსა და საკუთარ წონაში ფალავანი - ომარი აბაშიძე. წარმატებები და მადლობა მწვრთნელს - რ.შავაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203