თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და მისი მოფრთხილების აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.
ამ მიმართულებით კი, სკოლაში არაერთი აქტივობა იმართება. ამჯერად, სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა, მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ფიჭვის ხეები დარგეს. მათი ნერგები სკოლას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა, რისთვისაც მადლობას უხდიან.
აქტივობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. რაც მთავარია, მათ გარემოს გამწვანებაში წვლილი შეიტანეს.
„ჩვენ ვზრუნავთ გარემოს გამწვანებაზე. თეთრიწყაროს მერიამ წვლილი შეიტანა სკოლების ეზოების გამწვანებაში.
მადლობა თეთრიწყაროს მერიას ნერგების გადმოცემისა და ჯანსაღი გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: