„ჩემი ბავშვობა“- ჟდანოვის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი პოსტერი შექმნეს
30-05-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, ინგლისურის მასწავლებელმა ზარუჰი ჰაკობიანმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. მისი თემა ბავშვობა იყო.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა კლასში ბავშვობის ფოტოები მიიტანეს და პოსტერი -„ჩემი ბავშვობა“ დაამზადეს. მასზე ინგლისურად დაწერეს, რამდენი წლის იყვნენ კონკრეტული ფოტოს გადაღებისას, ასევე, სად იყვნენ და ვისთან ერთად. მოსწავლეებმა მოგონებები ერთმანეთს გაუზიარეს.
აქტივობაში მეექვსეკლასელები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს