
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარისის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ დაირეკა.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა 1-მა მოსწავლემ დაამთავრა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლის, ასევე პედაგოგებისთვის.
დირექციამ და მასწავლებლებმა, კი მეთორმეტეკლასელი სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს.
„სკოლა ულოცავს რეზო გიორგაძეს სკოლის წარჩინებით დასრულებას, უსურვებს მას წარმატებებსა და ღირსეული წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის მომავალში. ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულ მოსწავლეს! თქვენ ჩვენი მომავალი ხართ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: