ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
30-05-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო საზეიმო ვითარებაში დაასრულეს.
მათ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები - სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა, ანბანი საზეიმო ვითარებაში „გააცილეს“.
„კიდევ ერთი თაობა გახდა წიგნიერი. დღეს ჩვენი პირველკლასელები დაემშვიდობნენ პირველ სახელმძღვანელოს - დედა ენას და ანბანი შეისწავლეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება დასამახსორვებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
სასკოლო საზოგადოება მათ წარმატებას უსურვებს.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და განვითარებას ხელს უწყობს.